19 ნოემბერი 2024,   17:34
ვრცლად
ვალების გამოსყიდვაში ფინანსურ უზრუნველყოფას გააკეთებს საქველმოქმედო ფონდი "ქართუ“ - აკაკი ზოიძე

600 ათასზე მეტი მოქალაქე საბანკო ვალდებულებების გარეშე - მმართველი გუნდი პრემიერ-მინისტრის ინიციატივას განმარტავს, რომელიც ე.წ. შავ სიაში მყოფი მოქალაქეებისთვის ვალების განულებას ეხება. მმართველი გუნდის დეპუტატი აკაკი ზოიძე ამბობს, რომ მოქალაქეებისთვის ვალის ჩამოწერის საბანკო უზრუნველყოფას ფონდი „ქართუ“ გასწევს. 

ჯანდაცვის კომიტეტის თავჯდომარე არ აკონკრეტებს რა როლი ექნება ივანიშვილის კუთვნილ ბანკს, ხელისუფლების ინიციატივაში ან რა მეთოდით მოხდება ვალის ჩამოწერა. 

კითხვაზე დაფარავს თუ არა საჭირო მილიარდ ნახევარზე მეტს "ქართუ", დეპუტატმა თქვა, რომ ბანკი გარანტი იქნება. 

„მთავრობის მიერ ორგანიზებული მოლაპარაკებების შედეგად ეს ყველაფერი განხორციელდება და ძალიან დიდი მადლობა საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“, რომელიც როგორც ითქვა ჩვენი მოქალაქეების ვალების ჩამოწერაში არის გადამწყვეტი ფაქტორი. ვალების გამოსყიდვა მოხდება მოქალაქეებისთვის, ფინანსურ უზრუნველყოფას გააკეთებს საქველმოქმედო ფონდი ქართუ,“-ამბობს აკაკი ზოიძე.

პრემიერის განცხადებით, ყველა მოქალაქეს, რომელიც 2000 ლარამდე აღებული ვალის გამო შავ სიაში მოხვდა, 31 დეკემბრისთვის ვალისგანაც გათავისუფლდება და შავი სიიდანაც ამოვა. ამ მიმართულებით მოვალეთა რეესტრთან მუშაობა 15 დეკემბრიდან დაიწყება.

ამავე თემაზე
დღის ამბები