19 ნოემბერი 2024,   17:28
ვრცლად
„ქართული ოცნება“ საერთოდ ვერ აცნობიერებს, რის გამო უთხრა მას უარი ქართველმა ხალხმა - ხათუნა სამნიძე

საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე ბილბორდებზე ახალი აგრესიული შინაარსის ბანერების გაკვრას ეხმაურება, რომელზეც წინა ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკოსები არიან გამოსახული.

ხათუნა სამნიძის თქმით, „ქართული ოცნება“ აგრესიულ საპრეზიდენტო კამპანიას აგრძელებს და გამარჯვების მისაღწევად ყველაფერზეა წამსვლელი.

მისივე შეფასებით, საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ბანერების „ოცნების“ ლიდერების გამოსახულებით შეცვლა მმართველი პარტიის შიშზე მეტყველებს.

„რასაც აკეთებს „ქართული ოცნება“, ბიძინა ივანიშვილი ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ის კიდევ უფრო პოლარიზებას, კიდევ უფრო გაღრმავებას ცდილობს ამ დაპირისპირების. პირველსავე ტურში გვესმოდა, რომ სალომე ზურაბიშვილი ორ საქართველოზე საუბრობდა, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ძალიან შეშინებულია პირველი ტურის შედეგების შემდეგ, მზად არის ყველაფერზე წავიდეს, მზად არის საკუთარი რეპუტაციაც დადოს და ბანერებზე თვითონ იყოს სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად და ეს აგრესიული კამპანია კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ საერთოდ ვერ აცნობიერებს, რის გამო უთხრა მას უარი ქართველმა ხალხმა - სწორედ 9 წელზე და იმ აგრესიაზე საუბარმა გამოიწვია მეორე ტური,“ - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

თბილისის ქუჩებში ახალი აგრესიული შინაარსის ბანერები გამოჩნდა. მასზე ყოფილი და მოქმედი რვა პოლიტიკოსია გამოსახული.

"კურიერმა" გაარკვია, რომ ბანერის დამკვეთი ბიზნესმენი, წინანდლის ღვინის ქარხნის მფლობელი ალექსანდრე მეგუთნიშვილია. დღეს კი მმართველი გუნდის ლიდერების ნაწილმა დაადასტურა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" საწინააღმდეგო ბანერები "ქართულ ოცნებასთან" შეთანხმდა. ერთადერთი მმართველი პარტიიდან ვინც აგრესიული შინაარსის ბანერებთან კავშირს უარყოფს, "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძეა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები