19 ნოემბერი 2024,   17:33
ვრცლად
აჭარის რეგიონული და მუნიციპალიტეტების ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა „ევროპული საქართველო" დატოვეს

„ევროპული საქართველოს“ რიგები დღეს აჭარის რეგიონული და მუნიციპალიტეტების ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა დატოვეს. განცხადება აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა, რაულ თავართქილაძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

მისი თქმით, ამ ადამიანებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა საერთო ოპოზიციური კანდიდატის მხარდაჭერა.

„მეორე ტურში ჩვენთვის მიუღებელია "ნაციონალური მოძრაობის", გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერა. ჩვენ ვემიჯნებით რუსულ სცენარს, სააკაშვილ-ვარშალომიძის მობრუნებას, ამიტომ ჩემს თანამებრძოლებთან ერთად, სრული შემადგენლობით ვტოვებთ პარტიის აჭარის ორგანიზაციას, მათ შორის ხულო, ხელვაჩაური, ბათუმი, ქობულეთის ხელმძღვანელები. ჩვენ ამ შემთხვევაში არავის არ ვუჭერთ მხარს და შემდგომში უკვე სხვა გადაწყვეტილებაზე ვიფიქრებთ, როგორ გავაგრძელებთ ჩვენს მოღვაწეობას,“ - განაცხადა რაულ თავართქილაძემ. 

დღის ამბები