აჭარის რეგიონული და მუნიციპალიტეტების ორგანიზაციების ხელმძღვანელების მიერ, „ევროპული საქართველოს“ რიგების დატოვებას პარტიაში გამოეხმაურნენ.
გიგი უგულავას თქმით, აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა რაულ თავართქილაძემ პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება, სუს-ისა „ქართული ოცნების“ მხრიდან ზეწოლის შედეგად მიიღო.
„სამწუხაროა, როდესაც ადამიანები ესე უტიფრად იტყუებიან. ჩვენ ვნახეთ ხუთჯერ ჩაწერილი დუბლი, ჩვენ ვნახეთ ადამიანი შეშინებული და ნირწამხდარი, ჩვენ ვნახეთ ადამიანი, რომელსაც პირდაპირ ფიზიკურად ეტყობოდა სუს-ის კვალი და ეტყობოდა „ქართული ოცნების“ დაწერილი ტექსტი. მთელი ამ ორი კვირის განმავლობაში ბატონი თავართქილაძე და ჩვენი ყოფილი კოლეგები, თავად მონაწილეობდნენ იმ ერთობლივ პროცესში, რასაც ჰქვია არა სალომე ზურაბიშვილს. ამიტომ, მის მიერ წაკითხული ტექსტი მეტყველებს მხოლოდ მასზე და მეტყველებს მხოლოდ "ქართულ ოცნებაზე“, როგორ აფუჭებს ესე მორალურად, ზნეობრივად, კაცურად როგორ აფუჭებს ადამიანებს. „ქართულ ოცნებას“ ასდის უკვე შმორის სუნი, განსაკუთრებით ასეთი ქმედებების შემდეგ,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.