19 ნოემბერი 2024,   17:20
ვრცლად
დედაქალაქის ბიუჯეტი - თბილისის საკრებულოს ოპოზიცია მნიშვნელოვან შემცირებაზე, უმრავლესობა კი ზრდაზე საუბრობს 

თბილისის საკრებულოში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის განხილვა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

ოპოზიცია დედაქალაქის მთავრობას ქალაქის ბიუჯეტის საკუთარ ფუფუნებაზე მორგებაში და თბილისელების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს. ოპოზიციის განმარტებით, 2018 წლის ბიუჯეტი, 916 ლარი იყო, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში კი 871 ლარია გაწერილი, რაც ოპოზიციის მტკიცებით, იმის ნათელი დასტურია, რომ ბიუჯეტი არათუ არ გაზრდილა, პირიქით, შემცირდა და საკრებულოს უმრავლესობას საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს. 

განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს საკრებულოს უმრავლესობა, საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი ზარქუას თქმით, 2018 წლის ბიუჯეტი იყო 861 ლარი და ის წლის განმავლობაში 916 ლარამდე მიზნობრივი ტრანსფერებით გაიზარდა, ხოლო 2019 წლის ბიუჯეტი, მისი თქმით,  შარშანდელთან შედარებით გაზრდილია და ის კიდევ უფრო გაიზრდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან განხორციელებული ტრანსფერების შემდეგ.

„2018 წელს ჩვენ ბიუჯეტი გვქონდა დასაწყისში 861 მილიონი ლარი, ახლა შემოტანილია 871 მილიონ ლარზე მეტი. არის თუ არა ზრდა?- ზრდა არის. რაც შეეხება 916 მილიონს - ეს არის განპირობებული სპეცტრანსფერებით, მიზნობრივი ტრანსფერებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

წლის განმავლობაში, თუ გინდათ ახლავე გეტყვით,რომ გაცილებით მეტი იქნება ვიდრე 916 მილიონი, მაშინ გამოხვალთ და ბოდიშს მოიხდით?,"-ამბობს ზარქუა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები