19 ნოემბერი 2024,   17:37
ვრცლად
"ჩვენ ვიგებთ არჩევნებს" - გრიგოლ ვაშაძე სოფელ იორმუღანლოს მოსახლეობას შეხვდა

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი შეხვედრებს აგრძელებს.  გრიგოლ ვაშაძე გაერთიანების სხვა ლიდერებთან ერთან საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივები „ქართულ ოცნებას“ დაპირებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ. 

გრიგოლ ვაშაძემ მოსახლეობასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ კოალიციური მთავრობა სწრაფი ნაბიჯებით შეუდგება ეკონომიკის გაჯანსაღებას, რის შედეგადაც პენსია გაიზრდება 400 ლარამდე, მასწავლებლის ხელფასი - 1000 ლარამდე და პოლიციელის ხელფასი - 2000 ლარამდე.

გრიგოლ ვაშაძემ,  ქვეყნის ამჟამინდელ ვითარებაზე ისაუბრა და არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება დაანონსა.

„აზერბაიჯანული წარმოშობის საქართველოს მოსახლეობას პრობლემები აქვს ზაფხულის საძოვრებზე,  პრობლემები აქვთ იმაზე, რომ კრიმინალმა დაიწყო მათი კუთვნილი საქონლის, ცხვრების წართმევა და მოპარვა. გეგონება, პოლიცია აღარ არსებობს ქვეყანაში.  კატასტროფა ხდება, ნელ-ნელა გვერღვევა ის ინსტიტუტები, რომლებიც ჩვენს სახელწიფოს იცავდნენ. ეს არის სრული კატასტროფა, სასწრაფოდ ვართ დასაბრუნებელი იმ მდგომარეობაში, როდესაც საქართველოს მოქალაქე წყნარად და მშვიდად ცხოვრობდა თავის ქვეყნაში. ამიტომ არის, რომ ჩვენ ვიგებთ არჩევნებს,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.


შეხვედრას „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი და თელავის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი ბოტკოველი ესწრებოდა. 

„28 ნოემბერს  ამ ხალხისთვის და  მთელი საქართველოსთვის გამარჯვება ნიშნავს უკეთეს ხვალინდელ დღეს, როგორც ამ სოფლისთვის როგორც ამ მუნიციპალიტეტისათვის, ისე მთლიანად საქართველოსთვის. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ეს ადამიანი მივა 28 ნოემბერს და გააკეთებს არჩევანს, რომელიც იქნება ქვეყნის უკეთესი მომავლისკენ,“-განაცხადა ბოტკოველმა.

დღის ამბები