03 ოქტომბერი 2024,   06:41
ვრცლად
უამინდობის გამო გზებზე შეზღუდვებია დაწესებული

გუდაური-კობის გზის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის შეზღუდვა მოქმედებს დარიალის ხეობაშიც, სადაც ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას გაჩერება იკრძალება.

მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით. ოფიციალური ინფორმაციით, გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

„ღამით დაწესდა მოძრაობის შეზღუდვის რეჟიმი გუდაური-კობის მონაკვეთზე, რადგან რთული მეტეოროლოგიური პირობები იყო. ამ ეტაპზე მდგომარეობა გაუმჯობესებულია და შესაბამისად, დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოები,” - განაცხადა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ნუგზარ გასვიანმა.

მისივე თქმით, საავტომობილო მოძრაობა უახლოეს პერიოდში აღდგება.

ამავე თემაზე
დღის ამბები