19 ნოემბერი 2024,   17:38
ვრცლად
ერთ ადამიანზე 5-5 ყალბი პირადობის მოწმობა იბეჭდება - გრიგოლ ვაშაძის თქმით, ხელისუფლება არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება

"ნაცვლად იმისა, რომ ქართული ოცნება მეორე ტურის წინ ქვეყნის ურთულესი მდგომარეობიდან გამოყვანის გეგმაზე მუშაობდეს, ის არჩევნების უპრეცედენტო გაყალბებისთვის ემზადება," - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ვაშაძის ინფორმაციით, ხელსუფლება არჩევნების მეორე ტურის უპრეცედენტო გაყალბებისთვის ემზადება, რისთვისაც იუსტიციის სამინისტრო ყალბ პირადობის მოწმობებს ბეჭდავს.

პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ მისი რჩეული კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი, არჩევნების მეორე ტურში დამარცხდება, ამიტომ არჩევნების გასაყალბებლად ემზადება.

"ბიძინა ივანიშვილმა და მისმა კრიმინალურმა გარემოცვამ არ იკმარა პირველი ტურის შემდეგ და მერეო ტურის წინ დაშინება, დაშანტაჟება, ძალადობა, მოსყიდვა, სოციალური დახმარების მოხსნა, ნათესავების სამსახურიდან გათავისუფლება და ახლა მიმართეს უპრეცედენტო დანაშაულს, პირადობის მოწმობების მასშტაბურ გაყალბებას, როდესაც ერთ ადამიანზე 5-5 ყალბი პირადობის მოწმობა იბეჭდება,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

 

 

დღის ამბები