19 ნოემბერი 2024,   17:38
ვრცლად
მთავრობის მიერ დაანონსებულ კრედიტების განულების ინიციატივას მოსახლეობის დიდი ნაწილი უნდობლობას უცხადებს

მთავრობის მიერ დაანონსებულ კრედიტების განულების ინიციატივას მოსახლეობის დიდი ნაწილი უნდობლობას უცხადებს.

ის, ვისაც ყოველდღიურად კრედიტის თანხის შესაგროვებლად ქუჩაში უმძიმესი სამუშაოს შესრულება უწევს და საბანკო ვალდებულებებს ასრულებენ, სახელმწიფო არ დაეხმარება.

მოვაჭრეები, ტაქსის მძღოლები, სტუდენტები ფიქრობენ, რომ ეს არის ქართული ოცნების მორიგი ტყუილი და რომ ეს ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს არჩევნების წინ ხალხის გულის მოსაგებად სჭირდება.

მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ ქართული ოცნება 630 ათასი ამომრჩევლის ხმის ყიდვას ცდილობს. თუმცა, არიან ისეთებიც, ვისაც ივანიშვილის მთავრობის დაპირების იმედი აქვს.

სტუდენტების აზრით, გადახდისუნარიანი მოქალაქეები არათანაბარ პირობებში იქნებიან და გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ერთჯერადი ინიციატივა წარუმატებელი იქნება.

შეასრულებს თუ არა ქართული ოცნება წინასაარჩევნოდ გაცემულ მორიგ დაპირებას, 15 დეკემბერს გახდება ცნობილი. თუმცა, ყველაზე გაჭირვებული ადამიანებისთვის, ვინც თვიდან თვემდე უსამართლოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთით ჯერ კრედიტის იხდის და შემდეგ პურს ყიდულობს, მაინც არაფერი შეიცვლება.

დღის ამბები