თბილისის საკრებულოში დედაქალაქის ბიუჯეტის განხილვა ხმაურის ფონზე წარიმართა. ოპოზიციამ ხელისუფლება დედაქალაქის ბიუჯეტის შემცირების გამო გააკრიტიკა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ამტკიცებს, რომ მომავალ წელს თბილისელებზე 45 მილიონი ლარით ნაკლები დაიხარჯება, რაც დამატებით პრობლემებს შექმნის.
ოპოზიციის შენიშვნამ ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე წყობიდან გამოიყვანა და დისკუსია ჩხუბში გადაიზარდა.
ირაკლი ნადირაძის მიერ ჩამოთვლილი პუნქტების ხარჯვითი ნაწილი 2019 წლის ბიუჯეტში მცირდება. თუმცამ დოკუმენტის მიხედვითმ იზრდება მერიის თანამშრომლების ხელფასები, წარმომადგენლობითი და სარეკლამო ხარჯები.
2019 წლის ბიუჯეტს დღეს მხოლოდ ოპოზიცია არ აკრიტიკებდა. მომავალ წელს სოციალურად დაუცველი მოქალაქეების უფასო სასადილოებში კვებაზე მერია ისევ 1.18 ლარს დახარჯავს.
გაძვირებული ცხოვრების ფონზე ყველაზე გაჭირვებული ადამიანების უცვლელი დაფინანსების გამო დღე კალაძე მისვე თანაგუნდელებმაც გააკრიტიკეს.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ, საკრებულოს წევრების გამწვანების აქციიდან უპასუხა და თქვა, რომ თბილისი დახმარებას ცენტრალური ბიუჯეტიდან მიიღებს და დედაქალაქის ბიუჯეტი არ შემცირდება.
საკრებულოს კომისიებმა ბიუჯეტის პროექტი 25 ნოემბრამდე უნდა განიხილონ და უკვე შენიშვნებთან ერთად მერიას გადაუგზავნონ. შეცდომების გასასწორებლად კალაძეს ვადა 10 დეკემბრამდე აქვს.