19 ნოემბერი 2024,   17:41
ვრცლად
არასამთავრობოები ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებზე საუბრობენ, ხელისუფლება კი სამოქალაქო სექტორს თავს ესხმის

ქართული ოცნების გენერალური მდივანი გავლენიან სამოქალაქო სექტორს თავს დაესხა და ქვეყნის სამი მთავარი არასამთავრობო ორგანიზაცია ოპოზიციასთან გარიგებაში დაადანაშაულა.

საია, სამართლიანი არჩვენები და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო საპრეზიდენტო არჩევნების პირველსა და მეორე ტურში ამომრჩეველზე ზეწოლისა და მოსყიდვის ფაქტების მასშტაბურ შემაშფოთებელ ტენდენციაზე საუბრობენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ვალების ჩამოწერა ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანისთვის სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მათი თქმით, ასე გაგრძელების შემთხვევაში კი პრობლემა შესაძლოა, არჩევნების ლეგიტიმაციას შეექმნას.

სახალხო დამცველი ამბობს, რომ არჩვენების შეფასების დროს არასამთავრობოთა განცხადებებსაც დაეყრდნობა. ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ინიციატივა ვალების ჩამოწერასთან დაკავშირებით შესაძლოა, კანონის დარღევის ნიშნებს შეიცავდეს.

მმართველი გუნდი კრიტიკას არ იღებს და ამბობს, რომ ამომრჩეველზე არაც ზეწოლას ახდენს და არც მის მოყიდვას ცდილობს.

ოპოზიცია კი არასამთვრობო სექტორის შეფასებებს ეთანხმება და ამ ყველაფერს ხელისუფლების მხრიდან წაგების პანიკურ შიშს უკავშირებს.

დღის ამბები