19 ნოემბერი 2024,   17:22
ვრცლად
საჯარო მოხელეები "ქართული ოცნებისთვის" ხმებს აგროვებენ - ოპოზიცია ბათუმის მერიის თანამშრომლების სიას აქვეყნებს

საჯარო მოხელეების სია, რომლებიც ბათუმში "ქართული ოცნებისთვის" ხმებს აგროვებენ, ოპოზიციამ გამოაქვეყნა. ბათუმის მერიის და ა(ა)იპებ-ის 20-ზე მეტი თანამშრომელი, მოვალეობის შესრულების ნაცვლად, "ქართული ოცნების" შტაბში მუშაობს. ოპოზიცია ხელისუფლებას ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენებაში ადანაშაულებს.

ოპოზიცის ნათქვამი "კურიერმა" ადგილზე გადაამოწმა, მერიის თანამშრომელი გალაკტიონ ორმოცაძე სამუშაო საათებში "ქართული ოცნების" ოფისში იმყოფებოდა, "კურიერის" კამერის გამოჩენამ და კანონდარღვევის დაფიქსირებამ ორმოცაძე ისე დააბნია, რომ საკუთარი ვინაობა დაავიწყდა. მალევე ორმოცაძემ საკუთარი გვარის გახსენებაში შეძლო და განმარტებაც გააკეთა, რატომ არის სამუშაო საათებში პარტიის ოფისში და არა მერიაში.

სალომე ზურაბიშვილის შტაბში, რომელიც ბონის დასახლებაში მდებარეობს, საჯარო მოხელეები სამუშაო საათებში პარტიულ საქმიანობას ეწევიან. დღეს ადგილზე მისულ კურიერის გადამღებ ჯგუფს უმტკიცებდნენ, რომ ოფისი, სადაც სააგიტაციო მასალა ინახება და შეხვედრები იმართება, საცხოვრებელი სახლია.

ბონის დასახლება ოპოზიციის მიერ მოპოვებული დოკუმენტის მიხედვით, ოლეგ არველაძეს აბარია. ის ბათუმის მერიის ერთ-ერთი ა(ა)იპ-ის თანამშრომელია, თუმცა არველაძეს აჭარაში სხვა საქმიანობით იცნობენ. ის ქრთამის აღებისთვის "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ რამდენიმე წლის წინ დააკავა, მოგვიანებით მსჯავრდებული ციხიდან გაათავისუფლა, მერიაში დაასაქმა და არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერთა მობილიზება დაავალა.

ავტორი: სოფო ჭულუხაძე. 

დღის ამბები