03 ოქტომბერი 2024,   06:41
ვრცლად
რამდენი პროცენტით შემცირდა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება - შსს-ს სტატისტიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ანტინარკოტიკული პოლიტიკის დინამიკაზე იმსჯელეს.

კომისიის სხდომაზე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთაზე ილაპარაკეს და აღინიშნა, რომ ამ ნივთიერებების შემოტანის არც ერთი შემთხვევა თებერვალში არ დადასტურებულა.

შეხვედრის მონაწილეებმა სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ანტინარკოტიკული პოლიტიკა დადებითად შეაფასეს.

აღინიშნა, რომ 2014 წლის მაისის სტატისტიკასთან შედარებით, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვის დაბალი მაჩვენებლები შენარჩუნებულია. კომისიის შემადგენლობაში შინაგან საქმეთა, ჯანდაცვის და ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლები შედიან.

შსს-ს აკადემიის პრორექტორის სოფო კილაძის განცხადებით, უკანასკნელ თვეებში 99 პროცენტით არის შემცირებული ე.წ. „კროკოდილის” მოხმარება.

 

დღის ამბები