19 ნოემბერი 2024,   17:30
ვრცლად
ენმ ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებების პოლიტიკური ნიშნით მიღებაში ადანაშაულებს

ბათუმის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მოქალაქეებს ფრაქციის მუშაობის წლიური ანგარიში წარუდგინეს. ოპოზიციამ 2018 და 2019 წლის ბიუჯეტის ხარვეზებზე ისაუბრა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ საკრებულო გადაწყვეტილებებს პოლიტიკური ნიშნით იღებს და მათი არცერთი ინიციატივა დღის წესრიგშიც კი არ შეიტანეს.

შეხვედრას გაერთიანებული ოპოზიციის აჭარის ორგანიზაციის სხვა ლიდერებიც ესწრებოდნენ.

„არცერთი ჩვენი ინიციატივა დღის წესრიგში არ შედის. ცალსახად ირღვევა ჩვენი კანონმდებლობით მონიჭებული უფლებამოსილება. არცერთ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც არის ბათუმისთვის მნიშვნელოვანი და ბათუმის საკრებულოში გამოვიდა და იხილებოდა, დებატიც კი არ გამართულა. ყველა საკრებულოს წევრი მომართულია როგორმე ერთი ჩათავდეს სხდომა ხელი ასწიონ და დაიშალონ.“ - განაცხადა მირდატ ქამადაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, ბათუმის 2019 წლის ბიუჯეტში სახელფასო ფონდი 2 ნახევარი მილიონი ლარით იზრდება.

„ჩვენ ვპირდებით მათ, რომ ყველა უბანში მივალთ და ყველა ადამიანს მოვუყვებით რისთვის ხარჯავენ ესენი ბიუჯეტის ფულს, რისთვის ბიუჯეტის ხარჯზე სამუშაო ადგილებს, მხოლოდ იმისთვის, რომ საკუთარი ოჯახის წევრები, საკუთარი ნათესავები დაასაქმონ, და როგორც მოგეხსენებათ 2018 წელს თითქოს ოპტიმიზაციის კუთხით გატარებულმა რეფორმამ გამოიწვია ის, რომ მილიონი ლარით მეტი დაიხარჯა ხელფასებზე და 2019 წლის ბიუჯეტში ვხედავთ, რომ ორ მილიონ ნახევარს ხარჯავენ,“ -  აცხადებს ლევან ანთაძე.

დღის ამბები