03 ოქტომბერი 2024,   06:39
ვრცლად
სამხედრო მოსამსახურეებს კვებით მომსახურებას ახალი კომპანია გაუწევს

ქართული ჯარის კვებაზე 2015 წლის 25 თებერვლიდან ახალი კომპანია „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა” მუშაობს.

კვებითი გაუმჯობესებისთვის კომპანიამ ახალი ტენდერი გამოაცხადა და 15 კომპანიასთან დაიწყო თანამშრომლობა.

შპს-ს დირექტორი განმარტავს, რომ მუშაობის დაწყებამდე მათ შეისწავლეს ბაზარზე არსებული პრობლემა, რომელიც ეტაპობრივად მოგვარდება. პრობლემებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია სამზარეულოში არსებული ანტისანიტარია, რომელიც უახლოეს მომავალში ნატოს სტანდარტების შესაბამისად გამოსწორდება. 

„სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის” დირექტორის მირანდა მანჯგალაძის თქმით, დაიწყო სასადილო ობიექტების გაუმჯობესება, რომელიც ეტაპობრივად მოხდება.

დღის ამბები