03 ოქტომბერი 2024,   06:43
ვრცლად
„ხელისუფლების მთავარი პირობა იყო ის, რომ ჩვენ გავემიჯნებოდით ძალადობას,” - თამარ კორძაია ზუგდიდის ინციდენტზე

კვირას ზუგდიდში მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა ქართული ოცნების წევრი თამარ კორძაია.

მისი შეფასებით, ეს იყო სამარცხვინო ინციდენტი, რადგან შეკრებილი ადამიანები ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებული.

კორძაიას განცხადებით, აუცილებელია დადგეს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი.

„ხელისუფლების მთავარი პირობა იყო ის, რომ ჩვენ გავემიჯნებოდით ძალადობას, გავემიჯნებოდით იმას, რომ აქციებზე მოხდებოდა მოქალაქეების დარბევა, მათ მიმართ ძალადობა და ასე შემდეგ. ახლა გამიჯვნა, პირველ რიგში, გამოვლინდება იმით, თუ როგორ დააყენებენ სათანადო პირების პასუხისმგებლობის საკითხს,” - განაცხადა ქართული ოცნების წევრმა თამარ კორძაიამ.  

ამავე თემაზე
დღის ამბები