19 ნოემბერი 2024,   17:38
ვრცლად
ყოველ კონკრეტულ ფაქტზე მას აქვს მტკიცებულება - გრიგოლ ვაშაძე ზაზა ოქუაშვილის სკანდალურ განცხადებას ეხმაურება

ზაზა ოქუაშვილის სკანდალურ  განცხადებას "ომეგა ჯგუფის" საქმესთან დაკავშირებით, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი ეხმაურება.

საქმე ეხება ბიზნესმენის მიერ „კვირის აქცენტებში“ გაკეთებულ განცხადებას, როდესაც მან დეტალურად ისაუბრა იმ საკითხებზე, თუ რა უძღოდა წინ კომპანიის ამუშავებას და რის სანაცვლოდ სთავაზობდა ხელისუფლება ათობით მილიონს. მთლიანობაში 60 მილიონამდე უნდა შესულიყო "ომეგა ჯგუფში," ყველა იმ გარიგების სანაცვლოდ, რაზეც ხელისუფლება წავიდა. მათ შორის იყო "ქართუ ბანკიდან"  8 მილიონიანი გადარიცხვა.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, ოქუაშვილის მიერ ბოლო თვეების მანძილზე დასახელებული ფაქტები მყარდება მტკიცებულებებით, რომელიც წარედგინება ბრიტანეთის სასამართლოს და ფრანგულ გამოძიებას.

„ბატონი ოქუაშვილი ასახელებს ფაქტს და შემდეგ ეს ფაქტიო მყარდება მტკიცებულებით და გუშინ მან თქვა, რომ შესაბამისი მტკიცებულებები წარედგინება დიდი ბრიტანეთის სასამართლოს და ფრანგულ გამოძიებას. ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, ეს მტკიცებულებები, რომელსაც ბატონი უქუაშვილი 4 თვეზე მეტია, წარუდგენს საზოგადოებას, სრულად საკმარისი არის. ყოველ კონკრეტულ ფაქტზე მას აქვს მტკიცებულება და შემიძლია, დაგამშვიდოთ, აუცილებლად, კიდევ ბევრჯერ გაახარებს ე.წ. ქართულ ოცნებას,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. 

დღის ამბები