19 ნოემბერი 2024,   17:39
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებში რომ არ ეძებოთ, გრიგოლ ვაშაძე პირდაპირი კავშირია ჩრდილოელი მეზობლის - ეკა ბესელია

არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე "პატრიოტთა ალიანსის" წევრების მოსკოვში ვიზიტს მწვავე გამოხმაურება მოჰყვა ოპოზიციაში.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი პარტიის, „პატრიოტთა ალიანსის,“ ვიზიტებისა და ამ ვიზიტების მიზნების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

„მე არ შეიძლება მქონდეს ამ ვიზიტების შესახებ ინფორმაცია. მხარდამჭერებში და მათ რიგებში რომ არ ვეძებოთ გზა-კვალი და თუ კავშირები, კანდიდატი, რომელსაც თქვენ უჭერთ მხარს, ბატონი ვაშაძე, უფრო ახლო კავშირია ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის და პირდაპირი კავშირია მისი,“-ამბობს ეკა ბესელია.

ამავე თემაზე
დღის ამბები