19 ნოემბერი 2024,   17:41
ვრცლად
"პატრიოტთა ალიანსის" საიდუმლო ვიზიტი რუსეთში - ზურაბიშვილის მხარდამჭერი პარტია მოლაპარაკებების მაგიდასთან, ცხინვალის და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან ერთად დაჯდა 

პოლიტიკურ ძალა, რომელიც არჩვენების მეორე ტურის წინ სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური მხარდამჭერი გახდა, მოლაპარაკებების მაგიდასთან, ცხინვალის და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან ერთად დაჯდა. „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები მოსკოვში, არჩევნების მეორე ტურის წინ საიდუმლო ვიზიტით გაემგზავრნენ. პარტიის ლიდერმა სიტყვით გამოსვლა რუსეთის სათათბიროში რუსეთისთვის მადლობის გადახდით დაიწყო.

რუსეთის სათათბირომ საქართველოს პარლამენტის წევრები გიორგი ლომია და ადა მარშანია, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტის წევრებთან ერთად, კონფერენციაზე თანაბარი სტატუსით მიიწვია, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებისთვის ამ გარემოებას უხერხულობა არ შეუქმნია. 

„პატრიოტთა ალიანსი“ „ქართლი ოცნების“ შემდეგ მეორე პოლიტიკური ძალაა, რომელიც სალომე ზურაბიშვილს მხარს ოფიციალურად უჭერს, ხვალ ეს პარტია ზურაბიშვილის მხარდასაჭერად და ვაშაძის წინააღმდეგ ბათუმში, მასშტაბურ აქციას აანონსებს. დღეს პარტიის ლიდერებს, რუსეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის, დროს არც რუსული ოკუპაცია, არც რუსი ჯარისკაცების შემდეგ ბოლო 10 წლის განმავლობაში გატაცებული და მოკლული საქართველოს მოქალაქეები არ უხსენებია. მოსკოვში გამგზავრების ამბავი „პატრიოტთა ალიანსმა“ მანამდე არ გაასაჯაროვა, ვიდრე პარტიიდან სანდო წყარომ „კურიერს“ რუსეთში დაგეგმილი შეხვედრების შესახებ არ აცნობა.

„პატრიოტთა ალიანსის“ საგანგებო ვიზიტი მოსკოვში, რიგით მეოთხეა. ოპოზიცია ფიქრობს, რომ ზურაბიშვილი ალიანსის ხედვებს სრულად იზიარებს და მათ გავლით, მოსკოვიდან პოლიტიკურ ინსტრუქციებს იღებს.

მმართველი გუნდი ოპოზიციას კატეგორიულად არ ეთანხმება და ამბობს, რომ მათი ოფიციალური მხარდამჭერი პარტიის შესახებ არაფერი იცის.

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის შტაბის წევრები კი ფიქრობენ, რომ თბილისსა და ბათუმში დაანონსებული აქციებისა და მეორე ტურის წინ სახელისუფლებო კანდიდატს რუსეთის მხარდაჭერა დასჭირდა, რადგან "ოცნებას" ამ დრომდე არ აქვს გარანტია, რომ სალომე ზურაბიშვილი წარმატებული იქნება.

„პატრიოტთა ალიანსის“ ბოლო ვოიაჟი მოსკოვში გმირი ჯარისკაცის, არჩილ ტატუნაშვილის მკველელობის შემდეგ მოხდა.

 

 

დღის ამბები