19 ნოემბერი 2024,   17:24
ვრცლად
ევროპარლამენტარების კრიტიკა და „ოცნების“ არაადეკვატური რეაგირება

ევროპარლამენტარების კრიტიკა და „ქართული ოცნების“ არაადეკვატური რეაგირება - ევროდეპუტატების მიერ საქართველოს ხელისუფლების კრიტიკის მნიშვნელობას ოფიციალური თბილისი აკნინებს და სულ რამდენიმე დეპუტატის პოზიციად ასაღებს.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკალისტერმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს ახსნა-განმარტებებს მისი კოლეგების მსგავსად მეორე ტურის წინ მიღებულ შემაშფოთებელი სიგნალებზე პირადად სთხოვა.

„ქართული ოცნება“ ოპონენტების კრიტიკის შიდა მასშტაბებს გასცდა და ევროპელი კოლეგები სიცრუეზე დაფუძნებული განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულა.

საგარეო საქმეთა მინისტრთან კითხვა 13 ევროდეპუტატს ჰქონდა, აქედან უმრავლესობამ მაკალისტერის მსგავსად საქართველოს ხელისუფლებისგან პასუხებს სწორედ წინასაარჩევნოდ ამომრჩევლების მოსყიდვასა და პირადობების მოწმობები გაყალბებაზე ითხოვდა.

ევროპარლამენტარები საკმაოდ კარგად ინფორმირებულნი და აღშფოთებულებიც იყვნენ, იცოდნენ ყველა წინასაარჩევნო სიახლე - ვალების განულებით დაწყებული წალენჯიხაში გაყალბებული პირადობები სავარაუდო ბეჭდვით დამთავრებული.

ევროპელი დეპუტატებმა კომიტეტში სხდომაზე საქართველოს ხელისუფლებას ღიად უთხრეს, რომ თუ მეორე ტური გაყალბებების ფონზე ჩაივლის, ამან პრობლემა შესაძლოა, ასოცირების შეთანხმების დოკუმენტს და უვიზო მიმოსვლას შეუქმნას. ოპოზიცია ხელისუფლებისგან ადეკვატურ რეაგირებას ითხოვს.

არჩევნებამდე ერთ კვირით ადრე ხელისუფლება ევროპარლამენტიდან გააფრთხილეს, რომ არჩევნებს აკვირდებიან და გაყალბების მცდელობას ქვეყნას, რომელსაც ევროატლანტიკური არჩევანი აქვს არ აპატიებენ.

დღის ამბები