03 ოქტომბერი 2024,   06:32
ვრცლად
„სახელისუფლებო სისტემა პირდაპირ არის ჩაფლული კორუფციაში," - აცხადებს ირმა ნადირაშვილი

ნაციონალური მოძრაობა მთავრობაში ტენდერების კორუფციულ სქემაზე აკეთებს განცხადებას.

მათი თქმით, გამარტივებული შესყიდვების აუცილებლობას ხელისუფლება ხელოვნურად ქმნის და მას სატენდერო პროცედურების გვერდის ავლით, სასურველ კომპანიასთან კონტრაქტის გასაფორმებლად იყენებს.

ირმა ნადირაშვილმა დღეს ის მაგალითები გაასაჯაროვა, რომლებშიც, მისი თქმით, კანონდარღვევებია გამოკვეთილი. მისი მტკიცებით, ტენდერებთან დაკავშირებით კორუფციული სქემა მოქმედებს და სახელმწიფო პროექტისა თუ დაკვეთის თანხის 10 პროცენტი ისევ დამკვეთს უბრუნდება.

„მთელი სახელისუფლებო სისტემა პირდაპირ არის ჩაფლული კორუფციაში, ამისკენ მათ უბიძგებს ღარიბაშვილი, რომლის ოჯახმა და მისმა კლანმა ძალიან ბევრი იშოვა სწორედ ამ ერთ პირთან მოლაპარაკებების საფუძველზე და ჩვენ შეგვიძლია აღდგენილად ჩავთვალოთ შევარდნაძის დროინდელი პრაქტიკა,” - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები