19 ნოემბერი 2024,   17:36
ვრცლად
გრიგოლ ვაშაძე არის პატრიოტი, რომელსაც შეუძლია, რომ იყოს ყველას პრეზიდენტი - გიორგი ვაშაძე

„ქვეყანა გადასარჩენია, ქვეყანა არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში და ქვეყანას სჭირდება გუნდი, პოლიტიკური ძალების ერთიანობა, რომლებიც შეძლებენ ამ უკიდურესი კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანას,“ - ეს განცხადება გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ გააკეთა.

გიორგი ვაშაძის თქმით, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო მიიღეს პოლიტიკურმა სუბიექტებმა გაერთიანების გადაწყვეტილება.

„ქვეყანა არის უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში - სოციალური ფონი, ეკონომიკური მდგომარეობა, სამუშაო ადგილები იკარგება, კრიმინოგენული სიტუაცია ქვეყანაში, კორუფცია, რომელიც ყვავის ყველგან, უფლებადარღვეული მამები და ადამიანები, რომლებიც ცდილობენ რაიმენაირად სამართალს მიაღწიონ ქვეყანაში, სამართალდამცავი ორგანოები, რომლებიც ჩვეულებრივი პოლიტიკური დანამატი გახდა ქართული ოცნების და ოლიგარქიული სისტემა, რომელიც ჩამოყალიბდა,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა პრეზიდენტობის კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე იმიტომ აირჩიეს, რომ მას ძალიან ბევრი საქმე აქვს გაკეთებული ქვეყნის ინტერესების დასაცავად. 

"დამოუკიდებელი პიროვნებაა, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს. ის არის პროფესიონალი, პატრიოტი, სამშობლოს მოყვარული ადამიანი, რომელსაც შეუძლია, რომ იყოს ყველას პრეზიდენტი. დღეს საქართველოს სჭირდება ადამიანი პრეზიდენტად, რომელიც ერს გააერთიანებს, ერს სჭირდება კონსოლიდაცია. დაიღალა ხალხი დაპირისპირებით, ერთმანეთის ლანძღვა-გინებვით, სჭირდება ადამიანი, რომელიც დაივიწყებს პერსონალურსაც, ურთეირთბოღმას, პოლიტიკურ დაპირისპირებას და იქნება საქართველოს თითოეული მოქალაქის პრეზიდენტი," - განაცხადა ვაშაძემ.

დღის ამბები