„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნიკა მელია სოფელ ვეჯინში მომხდარ ფაქტს ეხმაურება, როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორის სახლში ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი შეაგდეს.
ნიკა მელიას თქმით, ეს ქმედებები დაშინებას ემსახურება. ნიკა მელიას თქმით, მმართველი პარტია ძალადობრივ მეთოდებს მიმართავს და ამის არაერთი მაგალითი არსებობს.
ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ დღეს ონში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებითაც ისაუბრა, რა დროსაც გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი საკუთარ სახლთან დაჭრეს.
ნიკა მელია ამბობს, რომ დაშავებული 6-საათიანი მსჯელობის შემდეგ გადაიყვანეს თერჯოლაში სამკურნალოდ.
„მიმდინარეობდა მოლაპარაკება, ეტყობა, მსჯელობა, არ ეგონათ, რომ ასეთი მძიმე იყო ის ჭრილობა, ჩართული იყო ადგილობრივი ენზელ მკოიანი, ემზარ საბანაძე, რომელიც გახლავთ მამა მოქმედი შს მინისტრის მოადგილის, კახა საბანაძის. ადგილობრივი ენზელ მკოიანი, ადგილობრივი ფეოდალია, სანამ არ დარწმუნდნენ, რომ უმძიმეს მდგომარეობაშია ეს პაციენტი, მანამდე არ მიხედეს,“ - ამბობს ნიკა მელია.