19 ნოემბერი 2024,   17:35
ვრცლად
„ფრაქციები, რომელიც ივანიშვილს ჰყავს პარლამენტში, ეს არის ეროვნული ინტერესების დაზიანებისკენ მიმართული ძალა“ - ვაშაძე "პატრიოტთა ალიანსის" რუსეთში ვიზიტზე 

გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი „პატრიოტთა ალიანსის“ რუსეთის სათათბიროში ვიზიტსა და "ქართული ოცნების" მხარდამჭერ პრორუსულ პარტიებზე საუბრობს.

ვაშაძის თქმით, პოლიტიკურ ძალა, რომელიც არჩვენების მეორე ტურის წინ მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური მხარდამჭერი გახდა, მოლაპარაკებების მაგიდასთან, ცხინვალის და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან ერთად დაჯდა, ეს კი ყველაფერზე მეტყველებს.

„ის ფრაქციები, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ჰყავს პარლამენტში, არ აქვს მნიშვნელობა რა სახელი ერქმევა მას და მისი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი, ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესების დაზიანებისკენ მიმართული ძალა,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი მმართველი გუნდის იმ ბრალდებებსაც ეხმაურება, რომელიც მის ე.წ. რუსეთის აგენტობას ეხება. 

„მე რომ რაიმე კავშირი მქონია რუსეთის შესაბამის სამსახურებთან, მაშინ, როდესაც დავინიშნე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ, ზუსტად ერთ საათში ეს ეცოდინებოდა საქართველოს ხელისუფლებას ჩვენი მოკავშირეებისგან, შემდეგ ეს ეცოდინებოდა უკვე ქართულ საზოგადოებას,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

 

 

 

დღის ამბები