„ჭაობშია ქვეყანა“ - ასე აფასებს ქვეყანაში დღეს არსებულ მდგომარეობას პუბლიცისტი, თაკო ჩარკვიანი.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ საერთაშორისო არენაზე მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს.
„საქართველო თუ არ გაერთიანდება და კოალიციური მთავრობით არ შეიცვლება ეს ერთპარტიული სისტემა, ვერაფერს ეს ქვეყანა ვერ ეღირსება,“ - ამბობს ჩარკვიანი.
თაკო ჩარკვიანის თქმით, ქვეყანაში სერიოზული ეკონომიკური პრობლემებია. ჩარკვიანის შეფასებით, ივანიშვილმა საქართველოს სერიოზული პრობლემები მოუტანა და აუცილებელია რეფორმები, მათ შორის, განათლების და სამართლებრივი რეფორმებია გასატარებელი.
„მე ხშირად მითქვამს, როგორი ნიჭიერები და პროფესიონალები იყვნენ ნაციონალებთან, მაგრამ ამათ სისასტიკე ჰქონდათ, ახლა რა მივიღეთ - თაღლითები, კორუფციონერები და სასტიკები. ამიტომ, ჩვენ ამოვარჩიეთ ნაზავი, გაერთიანებულმა ოპოზიციამ და ეს ნაზავი, ჩვენი ამორჩეული არის ადამიანი იმ პროფესიონალიზმით, რაც ნაციონალებს ჰქონდათ და იმ სირბილით, რასაც ქართული საზოგადოება სთავაზობს თავის ხალხს,“ - განაცხადა ჩარკვიანმა.