19 ნოემბერი 2024,   17:24
ვრცლად
მოახდინეს დიდი ზეწოლა, იძულებული გავხდი გადავსულიყავი - „ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრი მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს

„ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრი მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს. ზურაბ ოსიაშვილი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თანაპარტიელებთან ერთად, გაერთიანება დატოვა, აცხადებს, რომ ის უშიშროებისა და პოლიციის თანამშრომლებმა დააშინეს.

მისივე თქმით, მას რამდენიმე დღის განმავლობაში მიხეილ მეტრეველი უკავშირდებოდა და აქტიურობის შეწყვეტისკენ მოუწოდებდა.

„მთელი ნახევარი თვეა, მიშა მეტრეველი მატერორებდა მე. გადმოდი, თუ არა, დაგიჭერთ, დაგაპატიმრებთო. შემდეგ მოვიდნენ გამგებელი აფციაური და მოახდინეს დიდი ზეწოლა, შემდეგ იძულებული გავხდი გადავსულიყავი,“ - განაცადა ზურაბ ოსიაშვილი.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მათ მომხრეებზე სამართალდამცავები გამუდმებულ ზეწოლას ახორციელებენ.

დღის ამბები