19 ნოემბერი 2024,   17:41
ვრცლად
ონში დაჭრილი ნორად ბურდილაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობენ

საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის ონის საარჩევნო შტაბის უფროსი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ექიმის განმარტებით მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ღუდუშაურის საავადმყოფოში, სადაც ბურდილაძე მკურნალობს დილიდან იმყოფებიან გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები.

„ქართულმა ოცნებამ“ ღიად თქვა უარი პოლიტიკურ პროცესზე და მოქმედებაში მოიყვანეს იარაღი - ცივი, სპიცა, ხელჯოხი, ყველაფერი, კუნთმაგარი ხალხი, ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელები, ზონდერები, კრიმინალები. რაჭაში, სადაც ყველამ ვიცით, რომ ორი ადამიანი თავს დაესხა გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელს ნოდარ ბურდილაძეს და  სასიკვდილოდ დაჭრეს, თვითონ რომ ვერ მოეხერხებინა მანქანაში ჩაჯდომა და საავადმყოფოსი მისვლა... ერთმა დაარტყა დანა, მეორემ „სპიცი“ და დაკავებულია ერთი“-ამბობს ნიკა მელია.

გრიგოლ ვაშაძის ონის საარჩევნო შტაბის უფროსს "ქართული ოცნების" აქტივისტები ორი დღის წინ საკუთარ სახლთან გაუსწორდნენ და ჭრილობეი ცივი იარაღით მიაყენეს.

გაერთიანებულ ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ბურდილაძეს “ქართული ოცნების” აქტივისტები კახა ისაკაძე და გია მეტრეველი თავს პოლიტიკური საქმიანობის გამო დაესხნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კი ინციდენტში მხოლოდ ისაკაძის მონაწილეობას ადასტურებს, რომელიც უკვე დაკავებულია განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით.

დღის ამბები