კრიმინალური ავტორიტეტები არჩევნების მეორე ტურის წინ მმართველი პარტიის მაშველი რგოლები ხდებიან.
„ქართული ოცნებისათვის“ ხმების მობილიზების საქმეში კანონიერი ქურდები ერთვებიან, სანდო წყარო „კურიერს“ უყვება, რომ ბათუშმი საპრეზიდენტო არჩევნების წინ კრიმინალური ავტორიტეტი მინდია გორაძე იგივე ლავას ოღლი თურქეთიდან ჩაყავთ.
გორაძემ თურქეთის ციხე დღეს დატოვა და ის ბათუმში სავარაუდოდ, რამდენიმე საათში იქნება.
კრიმინალური ავტორიტეტის, ლავას ოღლის ოჯახის წევრები „რუსთავი 2“-თან არ საუბრობენ.
გორაძის და ამბობს, რომ ის არ დაუდასტურებს ამ ინფორმაციას „კურიერის.“
„ჩემს ძმასთან ყოველდღე მაქვს კომუნიკაცია... არაფერი არ ვიცი თქვენთვის,“-ამბობს გორაძის და. მინდია გორაძე აჭარაში მმართველი პარტიის ინტერესებს დაიცავს, ის ბათუმში განსაკუთრებული ავტორიტეტით სარგებლობს.
ლავას ოღლი საქართველოში 2016 წლის იანვარში დააკავეს, თუმცა ის 2017 წელს არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გაათავისუფლა, მიზეზად ბრალის ვერ დამტკიცება დასახელდა. მოგვიანებით ის თურქეთში დააკავეს, მაგრამ როგორც ჩანს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ის ბათუმში იქნება.
ავტორი: სოფო ჭულუხაძე.