„ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა დღეს შეიარაღებულ ძალებს გიორგობა მიულოცა. სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე ჯარისკაცის სტატუსის გაძლიერებაზე ისაუბრა და სთქვა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, მისი პრიორიტეტი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება იქნება.
„მსურს მივმართო ქართულ ჯარს და ჩემი უღრმესი პატივისცემა გამოვხატო ჩვენი ჯარისკაცების მიმართ. იუნკერების, შინდისის გმირების, გიორგი ანწუხელიძის მსგავსი გმირების მხრებზე იდგა და დგას ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ეროვნული თვითმყოფადობა. ჩვენი ჯარისკაცების ღირსებაზე მეტყველებს, რომ სხვა და სხვა უღირსი მცდელობის მიუხედავად ვერავინ შესძლო ჯარის პოლიტიკური ნიშნით დაყოფა და ჯარში რაიმე დაპირისპირების შეტანა. ქართული ჯარის ერთიანობის, ნეიტრალიტეტისა და სახელმწიფოს მიმართ ერთგულების ხელყოფას ვერავინ ვერ შესძლებს. ამისი გარანტი იქნება თქვენი პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალი,“ -განაცხადა ზურაბიშვილმა