გადასატანი ყუთები სრულიად ჯანმრთელი ადამიანებისთვის - გაერთიანებული ოპოზიცია ვიდეომტკიცებულებებს აქვეყნებს.
ჩანაწერებში, რომელსაც გაერთიანებული ოპოზიცია აქვეყნებს, დგინდება, რომ ადამიანები, რომლებსაც თითქოსდა მოთხოვნილი აქვთ გადასატანი ყუთის მიტანა მათთან სახლში, არიან სრულიად ჯანმრთელები.
გადასატანი ყუთის სიაში მოხვედრილი ადამიანების ნაწილი ამბობს, რომ მათ არ მიუმართავთ საარჩევნო კომისიისთვის, რადგან მათ ხმის მისაცემად უბანზე მისვლა თავად შეუძლიათ.
„არა, უბანზე არ დამირეკია,“ - ამბობს ერთ-ერთი ამომრჩეველი.
ჩანაწერების მეორე ნაწილით ირკვევა, რომ ადამიანები, რომლებმაც თითქოსდა მოითხოვეს გადასატანი ყუთის მიტანა მისამართზე, ისინი ამ სახლებში საერთოდ არ ცხოვრობენ.
გაერთიანებულ ოპოზიციას უჩნდება ეჭვი, რომ ამ გზით ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას გეგმავს და საარჩევნო უბნიდან ყუთის გატანის შემდეგ ბიულეტინების ჩაყრა იგეგმება.
გაერთიანებული ოპოზიციის მტკიცებით, გადასატან ყუთებში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა საგრძნობლად არის გაზრდილი. მისი თქმით, არიან ისეთი ადამიანები, ვინც არ იციან, რომ გადასატან ყუთში არიან რეგისტრირებული.