19 ნოემბერი 2024,   17:37
ვრცლად
ბიზნესის რეკეტის ახალი ფაქტი - მსხვერპლი კვლავ სიგარეტის სადისტრიბუციო კომპანიაა

ბიზნესის რეკეტის ახალი ფაქტი - მსხვერპლი კვლავ სიგარეტის სადისტრიბუციო კომპანიაა. ხელისუფლების მხრიდან ბიზნესზე განხორციელებულ ტერორის შესახებ ინფორმაცია ”კურიერს” თამაზ ელიზბარაშვილის ოჯახმა მიაწოდა.

ბიზნესმენი კომპანია ”ელიზის” მფლობელია, რომელიც ქართულ ბაზარზე სიგარეტის მსხვილი ბრენდების დისტრიბუციას ახდენს, მათ შორისაა "CAMEL," "Kent" და "Sobranie." ელიზბარაშვილის ოჯახის წევრისგან მიღებული შეტყობინებიდან ირკვევა, რომ ბიზნესმენს „ქართუ ბანკში“ ფულის მიტანას სთხოვენ. საუბარია მილიონობით ლარზე. დავალება ელიზბარაშვილმა და სხვა ბიზნესმენებმა საიდუმლო თათბირზე „ქართუს“ მაღალჩინოსნისგან მიიღეს.

ბიზნესმენის ცოლმა დააკონკრეტა მხოლოდ იმ პირის სახელი, ვინც „ქართუ ბანკიდან“ რეკავს და ბიზნესმენებს ყოველთვიურად 300 ათას ლარის შეტანას სთხოვს. თანხის ოდენობა კი არჩევნების მოახლოებასთან ერთად გაორმაგდა. "კურიერმა" შეხვედრის დეტალებთან დაკავშრებით თამაზ ელიზბარაშვილთან გასაუბრება სცადა, თუმცა „ელიზის" დამფუძნებელი ამ ეტაპზე საჯარო ინტერვიუსგან თავს იკავებს.

ელიზბარაშვილის ოჯახის განცხადებას და ბიზნეს რეკეტის სქემას ეკონომიკის მინისტრი აბსურდულად აფასებს. გიორგი ქობულია დარწმუნებულია, რომ ინფორმაციის გასაჯაროება წინასაარჩევნო სპეკულაციაა.

ელიზბარაშვილის ოჯახის განცხადება ბიზნეს რეკეტთან დაკავშირებით ოპოზიციისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. პოლიტიკოსები დარწმუნებულები არიან, რომ მმართველი გუნდი ბიზნესმენების ფულის მობილიზებას შავ სიაში მყოფი მოქალაქეებისთვის კრედიტების დასაფარად ახდენს.

დღის ამბები