03 ოქტომბერი 2024,   06:34
ვრცლად
სამეგრელოში დედათა მონასტერი გაქურდეს - წაღებულია უძველესი ხატები

სამეგრელოში დედათა მონასტერი გაქურდეს.

”კურიერის” ინფორმაციით, მონასტერში მძარცველები გვიან ღამით შევიდნენ, ფაქტის შესახებ კი მონაზვნებმა მხოლოდ დილით შეიტყვეს. 

კორცხელის დედათა მონასტერი უკვე მეორედ გაქურდეს. ამჯერად მძარცველებმა ტაძრიდან XIII-XIV საუკუნის  ხატები წაიღეს.

წაღებულია პანაღიაზე ჩამოკიდებული ოქროს ნივთები და მოოქროვილი ხატები. 

მონასტერში უკვე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები და დაწყებულია გამოძიება. 

"კურიერის" გადამღები ჯგუფი შემთხვევის ადგილზე მუშაობს და დამატებით ინფორმაციას "კურიერი" 18:00 საათზე მოგაწვდით. 

 

 

 

 

დღის ამბები