19 ნოემბერი 2024,   17:25
ვრცლად
ახალი ათვლის წერტილი საქართველოს ისტორიაში - ვარდების რევოლუციიდან 15 წელი გავიდა

ვარდების რევოლუციიდან 15 წელი გავიდა. 2003 წლის ნოემბერში მოსახლეობა საპარალამენტო არჩევნების შემდეგ მათი ხმების დაცვის მიზნით ქუჩაში გამოვიდა.

მოსახლეობა არჩევნებში დაფიქსირებული შედეგის გარდა ქვეყანაში შექმნილ მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას აპროტესტებდა.

რამდენიმედღიანი საპროტესტო აქციის შემდეგ პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძე გადადგა და ქვეყნის მართვა ოპოზიციის ხელში გადავიდა, რომელმაც ძალიან სწრაფად დაიწყო სახელწმიფო ინსტიტუტების მშენებლობა და რეფორმები.

ვარდების რევოლუციის მუხტი გადამდები აღმოჩნდა რეგიონისთვის. ამის შემდეგ იგივე პროცესები დაიწყო უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში.

ვარდების რევოლუციიდან 15 წლის შემდეგ მიხელ სააკაშვილი ამბობს, რომ ახლა საქართველოს მოქალაქეებს სხვა ტიპის ცვლილებები სჭირდებათ.

რუსთაველის გამზირს 15 წლის წინ ყოველდღიურად ემატებოდნენ ახალგაზრდების, სამოქალაქო აქტივისტები და ის ადამინები, რომლებისთვისაც უკვე სულ ერთი აღარა იყო როგორ ქვეყანაში იცხოვრებდა. მათთვის 23 ნოემბერს ახალი სახელმწიფო დაიბადა.

დღის ამბები