19 ნოემბერი 2024,   17:41
ვრცლად
"ეს იყო ყოფითი დაპირისპირება, პოლიტიკა და "ქართული ოცნება" არაფერ შუაშია" - კალაძე ბურდილაძის დაჭრის ფაქტს ეხმაურება

ონში გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის დაჭრის ფაქტს, რომელშიც გაერთიანებული ოპოზიცია ქართული ოცნების აქტივისტებს ადანაშაულებს, კახა კალაძე გამოეხმაურა.

დედაქალაქის მერის თქმით, ნოდარ ბურდილაძეზე მომხდარ თავდასხმას პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან კავშირი არა აქვს.

ქართული ოცნების გენერალური მდივანი ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ გამოვლენილ სხვა დარღვევებზე ინფორმაციას არ ფლობს.

„ეს მაიმუნობაა, რასაც მელია საუბრობს და კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ მოსახლეობა მოატყუოს, შეცდომაში შეიყვანოს. ეს იყო ყოფითი დაპირისპირება, პოლიტიკა და ქართული ოცნება არაფერ შუაშია. იმ პირს, ვისთანაც მოუვიდა დაპირისპირება ქართულ ოცნებასთან, პარტიასთან არანაირი შეხება არ აქვს. სამწუხაროა ფაქტი, რაც მოხდა და კანონის წინაშე ყველას მოუწევს პასუხისგება,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები