19 ნოემბერი 2024,   17:14
ვრცლად
ლანჩხუთში გრიგორ ვაშაძის ბილბორდებს, სავარაუდოდ, მჟავა შეასხეს

ლანჩხუთში გრიგორ ვაშაძის ბილბორდები დააზიანეს. შემთხვევა დღეს დილით, გამთენიისას, მოხდა.

გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის ლანჩხუთის საარჩევნო შტაბის უფროსი, კახა ასკურავა, კურიერთან აცხადებს, რომ უცნობმა პირებმა ბილბორდებს, სავარაუდოდ, მჟავა შეასხეს.

გრიგოლ ვაშაძის შტაბი მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას მოითხოვს.

„გრიგოლ ვაშაძის პლაკატებისაც კი ეშინიათ, ოზურგეთში არ გააკვრევინეს, ლანჩხუთში „კისლატა“ შეასხეს,“ - განაცხადა კახა ასკურავამ.

 

 

დღის ამბები