სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში რუსული მედია ღიად ერთვება. ბათუმში მმართველი გუნდის რჩეული პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდასაჭერად გამართული აქცია კრემლის პროპაგანდისტული მედიის ერთ-ერთი მთავარი თემა გახდა.
პატრიოტთა ალიანსის მიერ ორგანიზებული მიტინგის შესახებ სიუჟეტი ტელეკომპანია რასიას ეთერში გავიდა.
წამყვანის შეფასებით, ვარდების რევოლუციის წლისთავზე ხალხი ბათუმის ქუჩებში მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკის დაბრუნებისა და მისი მომხრეების რევანშის წინააღმდეგ გავიდა.
სიუჟეტის ავტორის თქმით, აქციას, უამინდობის მიუხედავად, 10 ათასამდე ადამიანი ესწრებოდა.
ტელეკომპანია რასიას ჟურნალისტმა ინტერვიუები პატრიოტთა ალიანსის ლიდერებთან ჩაწერა, რომლებიც ამბობენ, რომ ხელისუფლებაში სააკაშვილის რეჟიმისა და ნაციონალური მოძრაობის დაბრუნებას არ დაუშვებენ.