19 ნოემბერი 2024,   17:39
ვრცლად
პოლიტიკური ზეწოლის და საარჩევნო დარღვევების ფაქტები შსს-მ ვერ გამოავლინა

პოლიტიკური ზეწოლის და საარჩევნო დარღვევების ფაქტები შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ გამოავლინა - საგანგებო განცხადება უწყებაში ცოტა ხნის წინ გაკეთდა.

შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი საარჩევნო კამპანიის დროს მომხდარ ძალადობის ფაქტებს გამოეხმაურა.

გახარის უწყებაში აცხადებენ, რომ სამინისტრო ყველა ფაქტზე რეაგირებს და პოლიციის სპეციალური მობილური ჯგუფები, არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებას უზრუნველყოფენ.

„მიმდინარე კვირას მედიასაშუალებებით და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული ინფორმაციების გადასამოწმებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს გაწეული მუშაობის შესახებ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულად, უპრეცედენტო რაოდენობის, 231 პირი - მოწმე გამოიკითხა ჩვენ მიერ. ეს ყველაფერი განხორციელდა ბოლო 48 საათის განმავლობაში. ჩვენ გამოვკითხეთ, როგორც მერიის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, ისე საჯარო სკოლის დირექტორები, პედაგოგები, საბავშვო ბაღების აღმზრდელები, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები, ადგილობრივი მოსახლეობა, რომელთა შრის ასევე იყვნენ პენსიონერები და სოციალურად დაუცველი პირები. გამოკითხვების შედეგად გამოკითხულთა მხრიდან ფაქტების მნიშვნელოვანი ნაწილი არ დადასტურდა,“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

დღის ამბები