19 ნოემბერი 2024,   17:25
ვრცლად
„ოლიგარქი ივანიშვილი უკვე დეიურე შეუდგა საქართველოს დაშლას“ - ნათელაშვილი "პატრიოტთა ალიანსს" მოსკოვში ვიზიტის გამო აკრიტიკებს

„ოლიგარქი ივანიშვილი უკვე დეიურე შეუდგა საქართველოს დაშლას,“ - ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

შალვა ნათელაშვილი პატრიოტთა ალიანსს მოსკოვში ვიზიტის გამო აკრიტიკებს.

ლეიბორისტების ლიდერი პარტიის გადაწყვეტილებას მოღალატეობრივ ნაბიჯს უწოდებს.

"მან მიავლინა საპარლამენტო დელეგაცია "პატრიოტთა ალიანსად" წოდებული მოსკოვში კონფერენციაზე, რომელსაც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა რანგში ესწრება აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტ ოკუპანტთა დელეგაციები. მე მოვუწოდებ აქედან ჩასულ პარლამენტის დეპუტატებს, მოსთხოვონ სეპარატისტთა დელეგაციას კონფერენციის დატოვება, ამ თვითონ დატოვონ ეს სამარცხვინო თავყრილობა,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

დღის ამბები