ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბთან ქართული ოცნების მიერ ორგანიზებული აქცია ჩაიშალა. მმართველმა გუნდმა ოპოზიციის წინააღმდეგ ზუგდიდში მხარდამჭერების მობილიზება ვერ შეძლო.
გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბთან მხოლოდ რამდენიმე ათეული მოქალაქე მივიდა, მათი უმრავლესობა საჯარო მოხელეები იყვნენ. აქციაზე სააგენტო მეველეს თანამშრომლები იმყოფებოდნენ.
ოპოზიციის თქმით, სააგენტოს თანამშრომლები გუშინ მთელი დღე-ღამის განმავლობაში გრიგოლ ვაშაძის შტაბში შესულ ხალხს უთვალთვალებდნენ და ამტკიცებდნენ, რომ მედიის წარმომადგენლები იყვნენ. მათ გამოჩენას აქციაზე ხმაური მოჰყვა.