პრეზიდენტობის სახელისუფლებო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი დღეს სპორტსმენებს შეხვდა.
სალომე ზურაბიშვილმა ფედერაციების ხელმძღვანელებს საარჩევნო პროგრამის სპორტული მიმართულება გააცნო და მხარდამჭერებს სპორტის ხელმისაწვდომობას დაპირდა.
„ჯერ არ არის ხელმისაწვდომი სპორტი და ეს არის ჩვენი ყველას პასუხისმგებლობა, რომ ამ კითხვაზე პასუხი გავცეთ. ყველას გახსოვთ ხორვატიის პრეზიდენტის ყოფნა თავის გუნდის გვერდში და ესეც არის მოვალეობა იმიტომ, რომ იმ დროს წყდება შენი ქვეყნის სახელი საერთაშორისო დონეზე და იქ უთუოდ უნდა იყო მათ გვერდში. ასე, რომ ძლიან ბევრი მიმართულებით პრეზიდენტს აქვს თავისი ფუნქცია, თავისი როლი, ისე, რომ არ შეიჭრას, რაც არის მთავრობის ან პარლამენტის კომპეტენციაში. ჩვენ ვართ ამ კუთხით ძალიან ნიჭიერი, ძალიან ბევრის შემძლე ქვეყანა, ძალიან ბევრი შეგვიძლია, მაგრამ იმისთვის, რომ მეტი შევძლოთ, ჩვენ უნდა შევძლოთ მთელი ქვეყნის დონეზე მართლა ტალენტების მოძებნა,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.