ვეტერანების შეკრება თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში - შეხვედრას გამგეობის წევრებიც ესწრებიან.
ვეტერანების ნაწილი აცხადებს, რომ ისინი თბილისიდან და რეგიონებიდან ფილარმონიაში სპეციალური ავტობუსებით მიიყვანეს და შეხვედრის შესახებ გამგეობიდან შეატყობინეს.
შეხვედრას მამა შალვა კეკელიაც ესწრება, რომლის თქმითაც, დიდ საკონცერტო დარბაზში მისვლა საპატრიარქოდან სთხოვეს.
შეკრების მიზანი, სავარაუდოდ, ქართული ოცნების რჩეული პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილისთვის მხარდაჭერის გამოცხადებაა.