19 ნოემბერი 2024,   17:19
ვრცლად
ე.წ. ძველი ბიჭები გლდანში იკრიბებიან და მოქალაქეებს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას აიძულებენ

ე.წ. ძველი ბიჭები და კრიმინალური ავტორიტეტები ქართული ოცნების სამსახურში - კურიერმა გლდანის მე-2 მიკრორაიონში 28-ე კორპუსში კონსპირაციული ოფისის გადაღება შეძლო, სადაც უბნის ე.წ. ავტორიტეტები ადგილობრივებს იბარებენ და მათ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას აიძულებენ.

რუსთავი2-ის კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, ბინაში ალკოჰოლური სასმელი და ფსიქოტროპული მედიკამენტებიც რიგდება.

კონსპირაციულ ოფისთან კურიერის გადამღები ჯგუფის დანახვისთანავე ოფისის თანამშრომლები მაგიდაზე განთავსებული სიები დაუყოვნებლივ აიღეს, დენი ჩააქრეს და კარი დაკეტეს.

ისინი ცდილობდნენ, რომ რუსთავი2-ის 28-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორია არ გადაეღოთ. მათი თქმით, ისინი ბინების ყიდვა-გაყიდვით არიან დაინტერესებულნი.

დღის ამბები