19 ნოემბერი 2024,   17:40
ვრცლად
გრიგოლ ვაშაძე ყოფილი "ბავშვთა სამყაროს" მიმდებარე ტერიტორიაზე მოვაჭრეებს შეხვდა

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი შეხვედრებს განაგრძობს. გრიგოლ ვაშაძე ყოფილი ბავშვთა სამყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდა და მოვაჭრეებს და მცირე მეწარმეებს გაესაუბრა.

მოქალაქეების პროტესტის მთავარი მიზეზი საეჭვოდ გადამწვარი ბაზრობები და ხელისუფლების მიერ უყურადღებოდ მიტოვებული დაზარალებულებია.

მოვაჭრეები ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაზე, ლარის გაუფასურებაზე საუბრობენ. მათი თქმით, ბიძინა ივანიშვილის დაპირებების აღარ სჯერათ.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, ბაზრობების დაწვის საქმეები ამ დრომდე გამოუძიებელია.

„20-მდე ბაზრობა სრულიად გაურკვეველი მიზეზით დაიწვა, ვითომ, არაფერი გამოძიებული არ არის. ეს ხალხი, რომელიც ძლივს ინახავს ოჯახს აი, აქ ყოველდღიური მძიმე შრომით, ისედაც ბედის ანაბარა იყვნენ მიტოვებული და მას შემდეგ კაციშვილს ხელი არ გაუნძრევია, რომ მათ დახმარებოდა,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

დღის ამბები