19 ნოემბერი 2024,   17:16
ვრცლად
ზოგან ერთი, ზოგან ორი მსახიობის თეატრების მრავალსერიიანი ფილმები - შს მინისტრი გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს ეხმაურება  

ზოგან ერთი, ზოგან ორი მსახიობის თეატრების მრავალსერიანი ფილმები - ამ განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრი იმ სკანდალურ ჩანაწერს გამოეხმაურა, საიდანაც ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილი ზაზა ოქუაშვილის მოსყიდვას ცდილობს. 

ბიზნესის მოსყიდვის სპეცოპერაცია, სახელად "თეთრი ყვავი" - სკანდალური ფარული ჩანაწერები  „შაბათის კურიერმა“  გუშინ გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ ბიძინა ივანიშვილი ზაზა ოქუაშვილის მოსყიდვას ცდილობს.

„აბსოლუტურად, ღიმილისმომგვრელ ისტორიებს, ზოგან ერთი, ზოგან ორი მსახიობის თეატრების მრავალსერიიან ფილმებს, რომელიც, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ განპირობებულია მხოლოდ და მხოლოდ წინასაარჩევნო კონტექსტით, დარწმუნებული ვარ, გადაივლის ეს არჩევნებიც და ყველა ამ კითხვას, ახლაც გაეცემა პასუხი, უბრალოდ, მთავარია რომ ამის შემდგომ არ დაგვრჩეს რაღაც ისეთი შეგრძნებები, რომლებიც ობიექტურობისგან იქნება ძალიან მოშორებული,“ - განაცხადა გიორგი გახარაიამ.

ფარული ჩანაწერი ფინანსთა სამინისტროში 26 ოქტომბერს გამართული ღამის შეხვედრის დეტალებს ასახავს.

 

დღის ამბები