19 ნოემბერი 2024,   17:30
ვრცლად
"პატრიოტთა ალიანსი", რომელიც თავს მთავარ ოპოზიციურ ძალას უწოდებს, აქციაზე შეკრებილებს "ქართული ოცნების" კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს 

„პატრიოტთა ალიანსმა“ არჩევნებამდე 3 დღით ადრე, თბილისის მთავარ მოედანზე თანამოაზრეები მთელი საქართველოდან შეკრიბა. სამ საათზე სცენაზე "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერები ავიდნენ.

მათი აზრით, დაუშვებელია ქვეყანა უკან დაბრუნდეს, რის გამოც, ყველას მოუწოდებენ არჩევნების მეორე ტურში ხმა „ქართული ოცნების“ კანდიდატს მისცენ.

თავისუფლების მოედანზე შეკრებილთაგან ძირითადად „ქართული ოცნების“ აქტივი იყო, მმართველის ძალის მობილიზებული და მათივე სახსრებით ჩამოყვანილი.

თავისუფლების მოედანზე დღეს შეკრებილთა ნაწილმა არც კი იცოდა ზუსტად რა მიზეზით და ვისი ორგანიზებით იყვნენ ქალაქის ცენტრში მისულები.

 „პატრიოტთა ალიანსმა“ თავი მთავარ ოპოზიციურ ძალად გამოაცხადა, თუმცა ამავდროულად, მოსახლეობას ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

კანადელი ტურისტებისთვის, რომლებიც აქციაზე სრულიად შემთხვევით აღმოჩნდნენ, დაინტერესდნენ, რატომ იყვნენ შეკრებილი მოქალაქეების დიდი ნაწილი ასაკოვანი.

აქციას, სავარაუდოდ, ხვალაც ისევე გამოეხმაურება რუსული პრესა, როგორი აღტაცებითაც ტელეკომპანია „რასიამ“ უკვე მოგვითხრო "პატრიოტთა ალიანსის" წინა ღონისძიების შესახებ მოსკოვში.

სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ მეორე პოლიტიკურ ძალას რომ ჰკითხო, ისინი მოსკოვში საქართველოს ამთლიანებდნენ. ”არა ბოროტებას!” იმათ არ ეუბნებოდნენ, ვისაც რუსეთის სათათბიროში პირისპირ ესხდნენ. 

დღის ამბები