19 ნოემბერი 2024,   17:27
ვრცლად
„ძალიან გაზრდილია რაოდენობა გადასატან ყუთებთან დაკავშირებით" -  საბურთალოს საოლქო-საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი "ენმ"-დან

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურთან შედარებით, სხვადასხვა უბნებზე,  გადასატანი ყუთების რაოდენობა საგრძნობლად გაზრდილია - ამის შესახებ განცხადება, საბურთალოს საოლქო-საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა, “ნაციონალური მოძრაობიდან” ნინო მაისურაძემ გააკეთა. 

ნინო მაისურაძის თქმით, პირველი ტურიდან მეორე ტურამდე საგრძნობლად არის გაზრდილი იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომლებმაც ხმა გადასატანი ყუთის საშუალებით უნდა მისცენ.

„ძალიან გაზრდილია რაოდენობა გადასატან ყუთებთან დაკავშირებით. მაგალითად, პირველ ტურში თუ ფიქსირდებოდა მესამე უბანზე 28 ადამიანი, ახლა გაზრდილია 40 ადამიანამდე და ეს არის კიდევ მსუბუქი ნათქვამი, იმიტომ რომ 57-ე უბანზე, პირველ ტურში ფიქსირდებოდა 6 ადამიანი გადასატან ყუთთან დაკავშირებით, ახლა ფიქსირდება 22 ადამიანი. 58-ე უბანზე ფიქსირდებოდა 7 ადამიანი, ახლა ფიქსირდება 22 ადამიანია. მე-60 უბანზე საერთოდ საოცრებები ხდება, ანუ წინა ტურში ფიქსირდებოდა 5 ადამიანი, ახლა ფიქსირდება 30 ადამიანი. ეს მიუთითებს, რომ შესაძლებელია მოხდეს გაყალბება და გაიზარდოს რაოდენობა ხელოვნურად,“ - აცხადებს ნინო მაისურაძემ.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი 

დღის ამბები