გაერთიანებული ოპოზიცია ტლეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ განცხადებით კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მიმართავს.
ოპოზიციურ გაერთიანებაში აცხადებენ,რომ მათი უფასო პოლიტიკური რეკლამა, რომელიც კანონით ეკუთვნით, ტელეკომპანია „იმედის“ ერთრში არ გაუშვეს.
ოპოზიცია პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციაზე საუბრობს.
„16 ნოემბერს ჩვენ მივაწოდეთ ყველა ტელევიზიას უფასო რეკლამა. აბსოლუტურად ყველა ტელევიზიამ, გარდა ტვ „იმედისა,“ გაუშვა უკვე ეს რეკლამა თავის ეთერში. ერთი კვირის გასვლის შემდეგ, 16 კვირიდან ერთი კვირის გასვლის შემდეგ ჩვენ შევეცადეთ კომუნიკაცია მოგვეხდინა მარკეტინგის განყოფილებასთან. მარკეტინგის განყოფილებას უარი გვითხრა რაიმე პასუხის გაცემაზე და გადაგვამისამართა ურისტთან, რომ ეს უკვე მისი კომპეტენციაა, რაც ჩემი აზრით უკვე აბსურდია. იურისტმა კი ძალიან საინტერესო და ფრიად ასეთი უცნაური პასუხი გაგვცა, ჩვენ ვერ ჩავსვამთ თქვენს რეკლამას საეთერო ბადეში, მიზეზს თვითონ ხვდებითო. ეს რანაირი იურიდიული კატეგორიაა ვერ ვხვდები, მიზეზს თვითონ ხვდებით. საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მე-6 პუნქტით ყველა ტელევიზია ვალდებულია არადისკრიმინაციულად და თანაბრად ჩასვას რეკლამები, რომელიც მიეწოდება სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებიდან,“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ.