19 ნოემბერი 2024,   17:35
ვრცლად
სამარცხვინო, ამაზრზენი ფაქტი, რომელიც გამოავლენს დღევანდელი კრემლის ბუნებას - გრიგოლ ვაშაძე ქერჩის სრუტეში მომხდარ ინციდენტზე საუბრობს

„ეს არის სრულიად სამარცხვინო, ამაზრზენი ფაქტი და რომელიც სრულად გამოავლენს დღევანდელი კრემლის ბუნებას და მისწრაფებებს,“ - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა ოპოზიციური პარტიების გაერთიანებიდან „ძალა ერთობაშია,“ გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა.

გრიგოლ ვაშაძემ რუსეთის მიერ ქერჩის სრუტეში. უკრაინული გემებისთვის რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის გემებისგან გზის გადაკეტვა და ცეცხლის გახსნა გააკრიტიკა.

ვაშაძის თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობამ ამაზე რეაგირება უნდა მოახდინოს.

„ჩვენ ვიცით, რომ უკრაინა ისეთივე მსხვერპლი გახდა რუსული ტერორისტულ-სამხედრო აგრესიის, როგორც საქართველო 2008 წელს. თუ საერთაშორისო თანამეგობრობამ არ გამოიტანა საჭირო დასკვნები არც 2008 წელს საქართველოში და არც 2013-14 წელს უკრაინაში, ეს ყველაფერი შეიძლება კიდევ უფრო სავალალოდ დასრულდეს,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ქერჩის სრუტეში უკრაინულ გემებს რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის გემებმა გზა გადაუკეტეს და ცეცხლი გაუხსნეს. ერთ-ერთი უკრაინულ ხომალდს ჯერ მიზანმიმართულად დაეჯახა, შემდეგ კი ცეცხლი გაუხსნა.

დაიჭრა 6 უკრაინელი მეზღვაური. სამივე უკრაინული ხომალდი მოწინააღმდეგის ხელშია, 23 მეზღვაურთან ერთად. მათთან კონტაქტი ამ დრომდე ვერ ხერხდება.

დღის ამბები