19 ნოემბერი 2024,   17:16
ვრცლად
ზეწოლა ამომრჩეველზე და ნაყიდი ხმები - მმართველ პარტიას ოპოზიცია თანამედროვე ტექნოლოგიებს უპირისპირებს

როგორ გააკონტროლებს და რას უპირისპირებს ოპოზიცია ამომრჩეველზე ზეწოლის სავარუდო ფაქტებს - ამ თემაზე გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბში საუბრობენ.

როგორც გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ამბობს, რომ არსებობს სისტემა, რომელიც გაყალბების მექანიზმის პარალიზებას მოახდენს.

„5 ცენტრი გვაქვს, სადაც ვიღებთ ყველა მონაცემებს უბნებიდან. ჩვენ ამით ავაწყეთ პარალელური ცენტრალური საარჩევნო კომისია,“-ამბობს გიორგი ვაშაძე.

გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში, არსებობს დარღვევების რუკა, რომელზეც ასახული იქნება ყველა დარღვევა.

ვაშაძე ამბობს, რომ შტაბში გაანალიზებული და მონიშნულია ყველა ისეთი უბანი, რომელიც გაყალბებისთვის რისკზონას წარმოადგენს.

„ვადგენთ სად არის პრობლემა, სად შეიძლება მოახდინოს „ქართულმა ოცნებამ“ გაყალბება. 20 ათასი ამომრჩეველი რომ ჩასვეს ზუსტად ვიცით სად ჩასვეს. თითოეულ უბანზე შვიდი საათიდან ყოველ ნახევარ საათში და ერთ საათში გვექნება აღრიცხვა.

"ამის მონიტორინგს აკეთებს ჩვენი რაიონული შტაბები და სადმე თუ არის ხარვეზი არ მიდის ინფორმაცია ან მსგავსი, გვყავს მობილური ჯგუფები, რომელიც მიდის ადგილზე“-ამბობს გიორგი ვაშაძე.

მისი თქმით, ამ სისტემაზე რამდენიმე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა, თუმცა ის სრულიად გამართული და მყარად დაცულია. 

ავტორი: თაკო სურგულაძე.

დღის ამბები