19 ნოემბერი 2024,   17:34
ვრცლად
"ზურაბიშვილის მიმართ განხორციელებული შემოწირულობები ჭარბობს სხვა ლიდერი პარტიების მიმართ განხორციელებულ შემოწირულობებს,“ - აუდიტი    

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, პარტიებისადმი განხორციელებულ ფიზიკურ პირთა შემოწირულობებთან დაკავშირებით გააკეთეს კომენტარი. აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ორ საქმესთან დაკავშირებით დაასრულა მოკვლევა და შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ის უკვე საქალაქო სასამართლოშია გადაგზავნილი.

ოქმის მიხედვით, დადგინდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ, კერძო პირმა 10 ათასი ლარი გადარიცხა, ასევე "ევროპული საქართველოს“ სასარგებლოდ 2 ათასი ლარი, თუმცა ფიზიკურმა პირებმა ვერ დაასაბუთეს თანხის წარმომავლობა და შესაბამისად, მათი ქმედება დაჯარიმებას, თანხის ორმაგი ოდენობით ითვალისწინებს.

„ფიზიკური პირების აქტივობა შედარებით მაღალი იყო, ვიდრე იურიდიული პირების. 576 პირზე გამოთხოვილი იქნა შემოსავლების სამსახურიდან დამატებითი ინფორმაცია. აქედან იდენტიფიცირებულ იქნა 31 ადამიანი, რომელზეც გაგვიჩნდა დამატებითი  კითხვები, შევძელით 11 პირთან გასაუბრება. არის ესეთი შემაფერხებელი გარემოებაც, რომ ფიზიკური პირების იურიდიული მისამართები, ხშირად არ ემთხვევა მათ ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს. ამიტომ, ხანდახან, დროში იწელება ეს პროცესი და ვერ ხერხდება მათი რეალური საცხოვრებლის დადგენა. ზოგადად, დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მიმართ განხორციელებული შემოწირულობები ჭარბობს სხვა ლიდერი პარტიების მიერ განხორციელებულ შემოწირულობებს,“ - განაცხადა ეკატერინე ღაზაძემ.

ავტორი: ნინო გაზდელიანი. 

 

დღის ამბები